სალვადორმა ბიტკოინის ფასის კლების დროს 410 ბიტკოინი იყიდა

0
957

ცენტრალური ამერიკის ქვეყანამ, სალვადორმა 410 ბიტკოინი თავის ცენტრალურ რეზერვს დაამატა. ამჟამად, ბიტკოინის ფასი 37.000-ზე დაბალია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დაბალი ფასი ბოლოს 2021 წლის 26 ივლისს დაფიქსირდა.

აღნიშნული შესყიდვის შესახებ თვითონ პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ გამოაცხადა. მისი თქმით, შესყიდული 410 ბიტკოინი მიმდინარე პერიოდში, დაახლოებით 15 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.

როგორც ცნობილია, სალვადორმა ბიტკოინი კანონიერი გადახდის საშუალებად 2021 წლის 7 სექტემბერს აღიარა. აღნიშნული ფაქტი ინფლაციის დაძლევის ერთ-ერთი გზა იყო. დღესდღეობით ქვეყანამ, ბოლო ოთხი თვის მანძილზე 1800 ბიტკოინი დააგროვა.

შესყიდვები კი ძირითადად მაშინ ხორციელდება, როდესაც ფასი მომენტალურად ეცემა.

აღნიშნული ბოლო შესყიდვა კი ქვეყანას ყველაზე იაფი დაუჯდა.

ბუკელემ განაცხადა, რომ ფასის ვარდნიდან გამომდინარე, ზოგიერთი ბიტკოინის მფლობელი მას უფრო იაფად ყიდის, რაც მის ბიტკოინთან დაკავშირებულ გრძელვადიან გეგემებს, დამატებით შესაძლებლობებს აძლევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი