Bithumb-ი NFT-ის ბაზარზე შედის

0
1212

სამხრეთ კორეაში დაფუძნებული უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა, Bithumb-ი LG Corporation-ის შვილობილ კომპანია, LG CNS-სთან თანამშრომლობს. თანამშრომლობის მიზანი NFT-ის ბაზარზე შესვლაა.

Bithumb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰეო ბაეკ-იანგმა დაადასტურა, რომ ბირჟა ამჟამად ავითარებს NFT-ის. ეს კი Bithumb-ს დაეხმარება იმაში, რომ კონკურენტუნარიანი დარჩეს ორ სხვა ბირჟასთან, Korbit-თან და Upbit-თან მიმართებაში.

„NFT-ი ბაზარი მნიშვნელოვანი იქნება Blockchain-ზე დაფუძნებული კონტენტის პოპულარიზაციისთვის, რომელიც მომავალში მამოძრავებელი ძალა გახდება“,- აღნიშნულია ბირჟის განცხადებაში.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც კონტენტის შექმნაზე იზრუნებენ.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, Bithumb-ი კორეის ბირჟებს შორის ვაჭრობის მოცულობის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს.

პირველ ადგილზე მყოფი ბირჟა, Upbit-ი საგრძნობლად უსწრებს მას.

Upbit-მა ბოლო 24 საათის განმვლობაში 1.7 მილიარდი დოლარით ვაჭრობის მოცულობის გაზრდა მოახერხა. Bithumb-ს კი დროის ამ მონაკვეთში მხოლოდ 730 მილიონი დოლარის ვაჭრობის მოცულობა დაუფიქსირდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი