Valereum Blockchain-მა Juno Group-ი შეიძინა

0
869

გიბრალტარში დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა ჯგუფმა, Valereum Blockchain-მა Juno Group-ის შეძენის შესახებ განაცხადა.

ეს არის კომპანია, რომელიც გიბრალტარში ფულის მენეჯმენტსა და საწარმოების შექმნაზეა ორიენტირებული.

Juno-ს მფლობელი კომპანია გამოყოფს მთავარ სამუშაო სფეროს, რომელიც ფულადი სახსრების ადმინისტრირებას გულისხმობს. აღნიშნული სფერო ტრადიციულ ვალუტასთან ერთად კრიპტოვალუტასაც მოიცავს.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეთანხმება ტრადიციულ ვალუტასა და კრიპტო სექტორს შორის სრულად რეგულირებული კავშირის შექმნისკენ არის მიმართული.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ოქტომბერში, Valereum-მა გიბრალტარის საფონდო ბირჟის შეძენის სურვილი გამოთქვა.

ამჟამად, ნახევარკუნძულის მარეგულირებლები Valereum-ის წინადადებას ბირჟის შეძენის შესახებ აფასებენ.

თუკი ეს განხორციელდა, მაშინ გიბრალტარში მსოფლიოში პირველი ინტეგრირებული საფონდო ბირჟა დაფუძნდება, სადაც საერთო ობლიგაციებით ვაჭრობა შესაძლებელი გახდება ისეთ კრიპტოვალუტებთან ერთად, როგორიცაა ბიტკოინი და Dogecoin-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი