30 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1112

2021 წლის ბოლო ხუთშაბათს, 30 დეკემბერს, ციფრული ვალუტის ბაზრის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ არის შეცვლილი.

ბიტკოინის ფასი 47.800 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული არ გაუმჯობესებულა.

ამ ეტაპზე კი ბიტკოინის ფასი 47.876 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

დღეს ბიტკოინზე ვაჭრობა 46.490 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 47.879 დოლარს შეადგენდა.

კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 46.060 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 47.178 დოლარზე დაიხურა.

რაც შეეხება ეთერიუმს: უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასის მაჩვენებელმაც დაიკლო. ბოლო რამდენიმე დღეა კრიპტოვალუტა 3.600-სა და 3.800 დოლარს შორის მერყეობს.

30 დეკემბერს ეთერიუმზე ვაჭრობა 3.632 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 3.767 დოლარს შეადგენდა.

ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 3.595 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ეთერიუმზე ვაჭრობა კი 3.713 დოლარზე დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 30 დეკემბერს, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 209 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი