ProShares-ი Metaverse-ში ინტეგრირდება

    ProShares-ი არის პირველი კომპანია შეერთებულ შტატებში, რომელმაც ბიტკოინის საბირჟო ვაჭრობის ფონდი (ETF) Metaverse-ში შექმნა.

    ProShares-მა შეიტანა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში ETF პროექტი, რომლის სახელწოდებაა ProShares Metaverse Theme ETF.

    კომისიის დამტკიცების შემთხვევაში, შემოთავაზებული ETF თვალყურს ადევნებს Solactive Metaverse Theme Index-ის (SOMETAV) მუშაობას, რომელიც თავის მხრივ შედგება კომპანიებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ ან იყენებენ Metaverse-თან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს.

    ინდექსი მოიცავს ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც Nasdaq Stock Market-ზეა განთავსებული და საბაზრო კაპიტალიზაციისა და ლიკვიდურობის გარკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

    ProShares-ის Metaverse-ში ETF წარდგენა ხდება იმ ფონზე, როდესაც გლობალური კომპანიები სულ უფრო მეტად იბრძვიან Metaverse-ისა და NFT-ის ინდუსტრიაში ლიდერობისათვის.

    შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბოლოს კრიპტო საინვესტიციო გიგანტმა, Grayscale-მა Metaverse-ის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

    მოხსენებაში ხაზგასმული იყო, რომ კრიპტო ტოკენებთან ინტეგრირებულმა Metaverse-ის პლატფორმებმა, დეცენტრალიზებულმა ფინანსურმა სერვისებმა და NFT-მ შექმნეს ახალი ონლაინ გამოცდილება, რომელიც სწრაფად იზიდავს ახალ მომხმარებლებს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *