Sequoia China-მ დაფინანსების რაუნდში 25 მილიონი დოლარი შეაგროვა

0
867

Sequoia China 25 მილიონიანი დოლარის კაპიტალის რაუნდში DeFi საფულე DeBank-ისთვის ლიდერობას აგრძელებს.

კრიპტოვალუტის საფულე DeBank-მა, რომელიც ორიენტირებულია დეცენტრალიზებულ ფინანსებზე (DeFi), ახალი დაფინანსების რაუნდი დახურა. რაუნდს Sequoia China ხელმძღვანელობდა. კომპანიამ Twitter-ზე დაწერა, რომ მან 25 მილიონი დოლარი შეაგროვა, რითაც DeBank-ის მთლიანი ღირებულება 200 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

Sequoia China-ს გარდა, დაფინანსების რაუნდში მონაწილეობდნენ ისეთი კრიპტო საინვესტიციო კომპანიები, როგორიცაა Dragonfly, Hash Global-ი და Youbi. ზრდა ასევე მოიცავდა სტრატეგიულ დაფინანსებას Coinbase Ventures-ისგან, Crypto.com-ის ბირჟისგან, stablecoin-ის პროვაიდერის Circle-დან და საფულეების მწარმოებელი Ledger-ისგან.

DeBank-ი არის კრიპტოვალუტის საფულე, რომელიც შექმნილია DeFi მონაცემების, მათ შორის დეცენტრალიზებული აპლიკაციების ან ბირჟების მეთვალყურეობისთვის.

შეგახსენებთ, რომ DeBank-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ 798 პროტოკოლს ისეთ 17 ქსელში, როგორიცაა ეთერიუმი, Binance Smart Chain-ი, Polygon-ი, Fantom-ი, Avalanche და ა.შ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი