კრიპტოვალუტის შესახებ კანონპროექტი მზად არის პარლამენტში წარსადგენად. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტმა დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრიპტო კანონის პროექტის დასრულება დაადასტურა, რომელსაც მალე პარლამენტს წარუდგენს. შემდეგი ეტაპი განხილვა და მარეგულირებელი სისტემის შემუშავებაა.
თურქული ლირის ღირებულების დაცემის წინააღმდეგ საბრძოლველად, პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი ეკონომიკური მოდელის დანერგვის გეგმები გაამჟღავნა.
როგორც ადგილობრივი მედია NTV იტყობინება, ერდოღანმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის კანონპროექტი მზად არის.
„ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც პროექტის პარლამენტში გაგზავნით გამოიხატება”,- აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ახალი კრიპტო კანონის შემოღებით, პრეზიდენტი ქვეყანას საშუალებას აძლევს, რომ მსოფლიოს 10 უმსხვილესი ეკონომიკიდან ერთ-ერთი გახდეს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სტაბილკოინის პროექტის დაწყება 2020 წლის დეკემბერში დაანონსა. შემოდგომაზე თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს სხვადასხვა კომპანიასთან, რათა ციფრული თურქული ლირას თანამშრომლობის პლატფორმა შექმნილიყო.
ქვეყნის ცენტრალური ბანკისთვის კვლევისა და განვითარების პროცესში ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.