Hive Blockchain-ი გაცილებით მეტი კრიპტოვალუტის მოპოვებას ელოდება

0
877

საჯარო ვაჭრობის მქონე კრიპტოვალუტის მაინინგ კომპანია, Hive Blockchain-ი 6.900 ეთერიუმისა და 670 ბიტკოინის წარმოებას ელოდება.

აქციონერებისთვის გაგზავნილ შეტყობინებებში, Hive-მ განაცხადა, რომ პირველი ოქტომბრიდან 21 დეკემბრამდე 6.280 ეთერიუმი მოიპოვა და აპირებს, რომ 65 ეთერიუმით მეტი 2021 წლის დარჩენილი პერიოდისთვის მოიპოვოს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ 8.688 ეთერიუმიდან 6.900 ეთერიუმი 20%-იან შემცირებას წარმოადგენს, რომელიც კომპანიამ პირველი ივლისიდან 30 სექტემბრამდე მოიპოვა.

თუმცა, Hive-ი ელოდება, რომ ბიტკოინის წარმოება კვარტალურად 2%-ით გაიზრდება, რაც დაახლოებით 656-დან 670 ბიტკოინამდე ზრდას ნიშნავს.

„ბიტკოინის ეს ზრდა განპირობებულია ინვესტიციებით, რომლებიც განხორციელდა ახალი თაობის მაინერებში.

ეთერიუმის წარმოების ეს ვარდნა მიმდინარე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ნაწილობრივ ანაზღაურდებოდა ეთერიუმის საშუალო ფასით, რომელიც 45%-ით იზრდება, ხოლო ამ კვარტალში მოპოვებული ბიტკოინი განპირობებულია კრიპტოვალუტის ფასის ზრდით”,- აღნიშნულია Hive-ს განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი