ფრანგულმა სტარტაპმა, Lydia-მ C სერიის დაფინანსების რაუნდი დახურა.
TechCrunch-ის ინფორმაციით, სტარტაპმა C სერიის დაფინანსების რაუნდში 100 მილიონი დოლარი შეაგროვა.
აღსანიშნავია, რომ შარშან, 2020 წლის დეკემბერში B სერიის დაფინანსების რაუნდში Lydia-მ 86 მილიონი დოლარი შეაგროვა.
დაფინანსების რაუნდს ხელმძღვანელობდნენ Tencent-ი და Accel-ი, ხოლო მონაწილეობა მიიღეს Dragoneer-მა და Echo Street-მა.
აღსანიშნავია, რომ სტარტაპმა მუშაობა დაიწყო Peer-to-peer მობილური გადახდების აპლიკაციის სახით.
მოგვიანებით კი გაფართოვდა და მოიცვა, როგორც ნაღდი ფულის, ასევე პერსონალური სესხების სერვისები. ცოტა ხნის წინ კი, Lydia-მ მუშაობა ავსტრალიურ ციფრული ვალუტის ბირჟასთან, Bitpanda-სთან ერთად დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია ფუნქციის თვალსაზრისით Cash App-ისა და Venmo-ს მსგავსია.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად, სტარტაპს 5,5 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.