Kickstarter-ი Blockchain ტექნოლოგიას ნერგავს

0
1021

Crowdfunding-ის პლატფორმა, Kickstarter-ი ახალ კომპანიას ქმნის, რომლის ვებსაიტიც Blockchain-ზე დაფუძნებულ სისტემა, Celo-ზე იმუშავებს.

პლატფორმის აღმასრულებელმა დირექტორმა, აზიზ ჰასანმა და თანადამფუძნებელმა, პერი ჩენმა განაცხადეს, რომ Kickstarter-ი ღია კოდის პროტოკოლს შეიმუშავებს, რომელიც Celo-ს Blockchain-ზე იმუშავებს.

„ჩვენ მნიშვნელოვანი ეტაპისთვის ვემზადებით და ვფიქრობთ, რომ არსებობს შესაძლებლობა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენების სახით”,- აღნიშნულია პლატფორმის მმართველების განცხადებაში.

პლატფორმის ცნობით, ეს პროცესი მილიონობით მომხმარებელზე გავლენას არ მოახდენს.

გარდა ამისა, Kickstarter-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პლატფორმა ლაბორატორიის შექმნას აპირებს, რომელიც პროტოკოლის განვითარებას ზედამხედველობას გაუწევს.

ამჟამად, როგორც ცნობილია, Purpose Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი კამილ ქენონი აღნიშნულ განყოფილებას უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ Bloomberg-ის ინფორმაციის თანახმად, Kickstarter-ი Blockchain-ზე გადასვლას 2022 წელს გეგმავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი