ავსტრალიელი ქალების რიცხვი, რომლებიც კრიპტოვალუტას ფლობენ გაორმაგდა.
2021 წლის დამოუკიდებელი რეზერვის კრიპტოვალუტის ინდექსმა (IRCI) 2000 ავსტრალიელისგან დაადგინა, რომ ქალების რაოდენობა, ვინც ამჟამად ან ადრე ჩადო კრიპტოვალუტაში ინვესტიცია, 10.3%-დან 20%-მდე გაიზარდა. საანგარიშო შუალედი ერთი წელია.
ავსტრალიის Blockchain-ის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, კარენ კოენმა განაცხადა, რომ 2021 წელს ციფრული ვალუტის ბაზარზე უფრო მეტი ქალი შემოვიდა.
”ვფიქრობ, ეს იმის მანიშნებელია, რომ კრიპტოვალუტაში ინვესტიცია ნაკლებად სარისკოა. ამასთანავე, ეს არის ინვესტირების ერთ-ერთი ახალი საშუალება”,- განაცხადა ავსტრალიის Blockchain-ის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.
ასევე ორგნიზაციის თანადამფუძნებელმა, ადრიან პრზელოზნიმ დასძინა, რომ დროთა განმავლობაში, როცა კრიპტოვალუტაში ინვესტიციები უფრო მისაღები გახდება, რისკიც შემცირდება.
აშშ-ში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟის, Xcoins-ის ბოლო კვლევის თანახმად, ოქროში ინვესტირების მიხედვით ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა თანაბარია, მაგრამ კრიპტო ინვესტორთა რიგებში მნიშვნელოვანი სხვაობით მამაკაცები დომინირებენ.
კრიპტო ინვესტორთა შორის 71.9% მამაკაცია და მხოლოდ 28.1% არის ქალი.
შეგახსენებთ, რომ Independent Reserve-ი არის ავსტრალიაში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელიც 2013 წელს დაარსდა.
ამჟამად, ბირჟას 200.000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.