ინდური ბანკი კრიპტოვალუტის ბირჟასთან ითანამშრომლებს

0
1125

უმსხვილესი ინდური ბანკი კრიპტოვალუტის ბირჟასთან თანამშრომლობას თავს არ არიდებს.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინდოეთის ერთ-ერთი კერძო ბანკი, Kotak-ი პირველია, რომელმაც კრიპტო საზოგადოებას კარი ფართოდ გაუღო.

საბანკო გიგანტმა განაცხადა, რომ თანამშრომლობს წამყვან კრიპტოვალუტის ბირჟასთან WazirX-თან, რომელიც საშუალებას მისცემს ტრეიდერებს საბანკო სერვისები თავიანთი სახსრების ლიკვიდაციისთვის გამოიყენონ.

ორ მხარეს შორის პარტნიორობა განიხილება, როგორც მთავარი მიღწევა კრიპტო საზოგადოებისთვის. ეს კი ხდება იმ ფონზე, რომ ინდოეთის ბანკებმა კრიპტო გადახდები და თანხები ბოლო რვა თვის განმავლობაში გაყინეს.

„WazirX-მა გახსნა ანგარიში Kotak-თან, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბირჟაზე ვაჭრობისას თანხის მისაღებად და გადახდისთვის. ანგარიში ჯერ არ ამოქმედდება, რადგან ჯერ კიდევ შეთანხმებებისა და ტესტირების პროცესშია აღნიშნული პარტნიორობა”,- ნათქვამია განცხადებაში.

ინდოეთის ცენტრალური ბანკის ბოლო მითითების თანახმად, ქვეყანაში მომუშავე ბანკებს კრიპტო სერვისის შეთავაზება აეკრძალათ.

ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით უზენაესი სასამართლოს მიერ 2020 წლის მარტში გაუქმდა. ამის შემდეგ ბანკებს მიეცათ უფლება, რომ კრიპტო კომპანიებისთვის თავიანთი მომსახურება შეეთავაზებინათ.

თუმცა ინდოეთის კერძო ბანკები კრიპტოვალუტის პლატფორმებთან თანამშრომლობაზე თავს იკავებენ. მოტივი კი რეგულაციების სიცხადის ნაკლებობაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი