ნორვეგიული კრიპტოვალუტის ბირჟა NBX-ი განვითარებას განაგრძობს

0
1027

ნორვეგიულმა ბირჟამ, NBX-მა განაცხადა, რომ სკანდინავიურ ქვეყნებს შორის პირველი კრიპტოვალუტის პლატფორმა გახდება, რომელიც თავის აქციებს Euronext-ის საფონდო ბირჟაზე განათავსებს.

NBX-ი 2018 წელს ბიორნ კიოს მიერ დაარსდა. მან ასევე Norwegian Air Shuttle და Bank Norwegian-ი დააფუძნა. NBX-ს აქვს ჩამოთვლილი რვა კრიპტოვალუტა და ხელმისაწვდომია დაახლოებით 20 სავაჭრო წყვილი.

ბირჟას ნორვეგიის ფინანსური ზედამხედველობის ორგანო აკონტროლებს. NBX-ი ირწმუნება, რომ ეს არის ერთადერთი პლატფორმა სკანდინავიურ ქვეყნებში, რომელიც აზღვევს კლიენტების კრიპტოვალუტებს 150 მილიონი დოლარის Ledger Vault-ის სადაზღვევო ფონდის მეშვეობით. როგორც ცნობილი გახდა, გასული წლის დეკემბერში NBX-მა 6.6 მილიონი დოლარი შეაგროვა.

ასევე გასულ წელს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 142%-ით გაიზარდა და 56.52 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ ეტაპზე, კომპანიას 25.000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

„ამჟამად ჩვენ კარგად ვართ დაფინანსებული, რათა შევძლოთ ჩვენი ამბიციების განხორციელება ტექნოლოგიის და პროდუქტების განვითარების, ასევე მომხმარებლის მოზიდვის მხრივ”,- განაცხადა მედიასთან ინტერვიუს დროს ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტიგ კოს-მატისენმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი