კრიპტოვალუტის ბირჟა და კალიფორნიის ბანკი თანამშრომლობას იწყებენ

0
970

კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟა, Crypto.com-ი საქმიანობის გაფართოებას აგრძელებს, რასაც კალიფორნიის ბანკთან, Silvergate-თან თანამშრომლობით ადასტურებს.

Crypto.com-მა განაცხადა, რომ მუშაობს Silvergate-თან, რათა ინსტიტუციურ კლიენტებს ციფრული ვალუტების აშშ დოლარში განაღდების საშუალება მისცეს.

Silvergate-ის დახმარებით, ინსტიტუციურ კლიენტებს შეუძლიათ გადარიცხონ და მიიღონ აშშ დოლარი პირდაპირ საბანკო ანგარიშებსა და Crypto.com-ს შორის საკომისიო გადასახადის გარეშე.

ახალი ფუნქცია ჩართულია Silvergate Exchange Network-ის მეშვეობით. ეს არის გადახდის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მყისიერად გაგზავნონ აშშ დოლარი დღის ნებისმიერ დროს. ფუნქცია ხელმისაწვდომი მხოლოდ ინსტიტუციონალური კლიენტებისთვის იქნება.

Crypto.com-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის მარსზალეკმა აღნიშნა, რომ ახალი ფუნქცია ძალიან მოთხოვნადია და მხარს უჭერს კომპანიის ხედვას, დააჩქაროს მსოფლიოს კრიპტოვალუტაზე გადასვლა.

„ეს უნდა იყოს პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვექნება პირდაპირი აშშ დოლარის დეპოზიტები. წინა ინტეგრაცია Circle-თან წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მაშინ შესაძლებელი გახდა დეპოზიტების გადასვლა აშშ დოლარსა და USD Coin-ს (UDSC) შორის”,- განაცხადა მედიასთან ინტერვიუს დროს Crypto.com-ის სპიკერმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი