იაპონური ბანკები კონსორციუმს შეუერთდებიან, რომელიც იენზე დაფუძნებულ ციფრულ ვალუტას გამოუშვებს.
დაახლოებით 70 იაპონური კომპანიის კონსორციუმი, მათ შორის ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები, გაერთიანდნენ, რათა 2022 წელს გამოსცადონ და გამოუშვან იენზე დაფუძნებული ახალი ციფრული ვალუტა. ეს კი მიმანიშნებელია იმის, რომ კერძო სექტორი Blockchain-ზე დაფუძნებულ გადახდის სისტემებს ითვისებს.
კრიპტოვალუტის კომპანია, DeCurret-ის აღმასრულებელი დირექტორის, კაზუჰირო ტოკიას თქმით, ახალი ციფრული ვალუტა, სახელწოდებით „DCJPY“, იქნება საბანკო დეპოზიტებით და დაეყრდნობა საერთო პლატფორმას, რათა დააჩქაროს დიდი სახსრების გადარიცხვები და ანგარიშსწორება მონაწილე კომპანიებს შორის. DeCurret ხელმძღვანელობს კონსორციუმს, რომელშიც შედის ბანკები: Mitsubishi UFJ Financial Group-ი, Mizuho Financial Group-ი და Sumitomo Mitsui Financial Group-ი.
კონსორციუმში ასევე არიან Japan Post Bank Co Ltd-ი., Nippon Telegraph and Telephone Corp-ი, East Japan Railway Co და Kansai Electric Power Co Inc-ი.
Reuters-ის ცნობით, ჯგუფი რეგულარულად იკრიბება 2020 წლიდან, რათა განიხილონ ციფრული ანგარიშსწორების ახალი პლატფორმის შექმნა.
მთლიანი დეპოზიტების მიხედვით, Mitsubishi, Mizuho, Sumitomo და Japan Post Bank-ი იაპონიის ხუთ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს შორის არიან.
საჯარო სექტორში, იაპონიის ბანკმა პრიორიტეტად მიიჩნია ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის განვითარება, რომელიც ფოკუსირებულია უწყვეტი გადახდის არხების უზრუნველყოფაზე ე.წ. ციფრულ იუანსა და ელექტრონულ გადახდის სერვისებს შორის.