ბიტკოინის მაინერების ჩინეთიდან ყაზახეთში გადმოსვლამ ენერგეტიკული კრიზისი დააჩქარა, რომლის მოგვარების გზადაც პრეზეიდენტმა ბირთვული ენერგიის გამოყენება დაასახელა. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის შიდა მოხმარების 8%-იანი ზრდა ბიტკოინის მაინერებს მიაწერა.
Financial Times-ის მონაცემებით, ქვეყანამ ამ წელს ჩინური კომპანიებისგან მინიმუმ 87,849 ბიტკოინის მაინინგ აღჭურვილობა მიიღო.
“მოთხოვნის არსებითმა ზრდამ გამოიწვია შიდა ელექტროენერგიის მიწოდების დეფიციტი და ხელი შეუწყო ელექტროენერგიის არასანდო მომსახურებას”,- აცხადებს ყაზახეთის ელექტრო ქსელის საოპერაციო კომპანია.
პრეზიდენტმა შეხვედრაზე ბანკირებს განუცხადა, რომ მისი აზრით, ატომური ელექტროსადგურის აშენება ხელს შეუწყობს სტრესის შემსუბუქებას ქვეყნის ელექტრო ინფრასტრუქტურაზე:
„მომავალს რომ გადავხედოთ, ჩვენ მოგვიწევს არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მიუხედავად იმისა, რომ ყასიმ-ჟომართ თოყაევის წინადადება ბიტკოინის მაინინგის ენერგიის გამოყენებასთან ნაკლებად არის ბმაში, მაინც საფიქრებელია, რომ მას არ სურს იმ გადასახადების დაკარგვა რომელიც მაინერებს შეაქვთ ბიუჯეტში, საუბარია 1,5 მილიარდ დოლარზე. მიუხედავად ამისა, ელექტროენერგიის დეფიციტმა უკვე აიძულა ბიტკოინის მაინინგის ბაზარი, Xive ყაზახეთი დაეტოვებინა.