აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი BitConnect-ისთვის ჩამორთმეულ კრიპტოვალუტებს გაყიდის

    აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი გეგმავს 56 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის გაყიდვას, რომელიც გახმაურებული თაღლითური სქემის საქმეზე BitConnect-ს ჩამოერთვა.

    გამოქვეყნებულ განცხადებაში, იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გაყიდის ჩამორთმეულ კრიპტოვალუტას და შემოსავალს აშშ დოლარებში შეინახავს, სანამ არ გამოიყენებს თანხებს BitConnect-ის მსხვერპლთა ანაზღაურებისთვის.

    აშშ-ს მთავრობა ამჟამად 56 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტას ფლობს. კომპენსაციის ოდენობა BitConnect-ის თაღლითობით დაზარალებულთათვის დამოკიდებული იქნება სასამართლო განაჩენზე.

    „ეს ლიკვიდაცია შეერთებული შტატების მიერ კრიპტოვალუტის თაღლითობის საქმეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რეზონანსულია“, – განაცხადა იუსტიციის დეპარტამენტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ BitConnect-ი ჯერჯერობით “ლიდერია” ყველაზე მსხვილი ბიტკოინ თაღლითობის საქმეში.

    გაურკვეველია, რა საშუალებებით გაუმკლავდება აშშ-ს მთავრობა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის გაყიდვას, ან რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ბიტკოინისა და ერთერიუმის ფასებზე.

    CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, ამაჟამად, ბიტკოინის ფასი 59.644 დოლარს, ხოლო ეთერიუმის კურსი 4.191 დოლარს შეადგენს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *