ჩინეთის ცენტრალური ბანკი: ციფრული იუანის უსაფრთხოება პრიორიტეტულია

0
1136

ფინეთის ბანკის განვითარებადი ეკონომიკების ინსტიტუტის 30-ე საიუბილეო კონფერენციაზე ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველმა, Yi Gang-მა, ბოლო მოვლენები ქვეყნის ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით განიხილა.

„ჩვენ დიდ დროსა და ყურადღებას ვუთმობთ პერსონალური ინფორმაციისა და ციფრული იუანის უსაფრთხოების საკითხებს. ამ მიზნის მისაღწევად კი, განვახორციელეთ შესაბამისი მარეგულირებელი და ტექნოლოგიური კორექტირება.

ჩვენ, მივიღეთ ანონიმურობის პრინციპი მცირე ტრანზაქციებისთვის ციფრულ იუანთან დაკავშირებით. ამასთანავე, როდესაც საქმე ეხება პერსონალური მონაცემების შეგროვებას, ვცდილობთ, შევაგროვოთ მხოლოდ ის, რაც აუცილებელია და კანონით მოთხოვნილი მინიმუმი, რაც გაცილებით ნაკლებ ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე დღევანდელი ელექტრონული გადახდის აპლიკაციები”,- ნათქვამია ჩინეთის ცენტრალური ბანკის მმართველის განცხადებაში.

ამასთანავე, როგორც ცნობილი გახდა, ჩინეთი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქვეყნის სტუმრებს სტაბილკოინის გამოყენებას შესთავაზებს.

”მომავალი პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის, ჩვენ ვცდილობდით, რომ ელექტრონული იუანი ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, არამედ საერთაშორისო სპორტსმენებისთვისაც და იყოს სტუმრებისთვისაც მისაღები”, – აღნიშნა ბანკის წარმომადგენელმა მედიასთან საუბრის დროს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი