Landry’s Restaurant Group-ი კრიპტოვალუტის სერვისის განვითარებას განაგრძობს

0
1013

Landry’s Restaurant Group-მა პარტნიორობა კრიპტოვალუტის კომპანია NYDIG-თან დაიწყო. ხელშეკრულების თანახმად, 25 დოლარის ღირებულების ბიტკოინი ყოველ 250 დოლარზე იქნება გამომუშავებული.

Landry’s Restaurant Group-ი NYDIG-ის მეთვალყურეობის ქვეშ ასევე დაიწყებს კორპორატიული ხაზინის რეზერვების ბიტკოინში შენახვას.

Landry’s-ს ცნობილ სატელევიზიო ფიგურას, ტილმან ფერტიტას ეკუთვის, რომელიც ასევე არის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორიც.

“ჩვენ მივიჩნევთ ბიტკოინს, როგორც კარგ არჩევანს ჩვენი საკუთარი ხაზინის ნაწილისთვის, ამიტომ გვსურს ეს არჩევანი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებსაც. ჩვენ ვამაყობთ, რომ ერთ-ერთი პირველები ვართ ამ ინდუსტრიაში”,- განაცხადა Landry-ის ციფრული ვალუტის სტრატეგიის დირექტორმა, ტრეი ზელუფმა.

Landry’s-მა კრიპტოვალუტის სივრცის მიმართ ინტერესი ამ წლის დასაწყისში გამოამჟღავნა, როდესაც აპრილში ბიტკოინით გადახდების მიღება დაიწყო.

მაშინ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა: ”საოცარია, რამდენად მარტივია კრიპტოვალუტით ტრანზაქციის განხორციელება”.

შეგახსენებთ, რომ პარიზში მდებარე Le Bistrot d’Eleonore et Maxence-მ გადახდის სისტემაში ციფრული ვალუტა, Shiba Inu დაამატა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი