ბიტკოინის მაინერები ბირთვული ენერგიის მიღებას განიხილავენ

0
1064

ბიტკოინის მაინინგის ინდუსტრიის წარმომადგენლები ყურადღებას ბირთვულ ენერგიაზე ამახვილებენ.

ჰარი სადოკთან ერთად Blockstream-ის სტრატეგიის მთავარი ოფიცერი, სამსონ მოუ ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. მათ ბიტკოინის მაინინგისა და ენერგიის ხარჯვის სირთულეები განიხილეს.

“ბირთვულმა ენერგიამ შესაძლოა, უზარმაზარი რაოდენობით სუფთა, უნახშირბადო, ენერგია უზრუნველყოს”,- განაცხადა GRIID-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჰარი სადოკმა. მან ეს განცხადება ონლაინ სამიტზე, Bitcoin & Beyond-ზე, გააკეთა.

”ზრდის ტემპი ძირითადად ორიენტირებულია მზისა და ქარის ირგვლივ და ეს არის მხოლოდ იმ პროგრამების რეალობა, რომლებიც განხორციელდა ბოლო 8-10 წლის განმავლობაში. თუმცა ის, რისი ნახვაც ჩვენ გვსურს, არის ბირთვული ელექტროსადგურების გაფართოება”,- აღნიშნა ჰარი სადოკმა.

GRIDD-ი არის ამერიკული კომპანია, რომელიც ყიდულობს იაფ, განახლებად ენერგიას, რათა ბიტკოინის მაინინგ ცენტრები განავითაროს.

სუდოკის მოხსენების თანახმად, წარსული სუბსიდირების პროგრამები და დისკურსი განახლებადი ენერგიის შესახებ ძირითადად ფოკუსირებული იყო მზისა და ქარის ენერგიაზე. შესაბამისად, ბირთვული ენერგიის პოტენციური სარგებლიანობა სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი