ეთერიუმის სამიზნე ფასი 5.000 დოლარია

0
1314

8 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, ეთერიუმმა 4.800 დოლარის ნიშნულს პირველად მიაღწია. ამის შემდეგ, ბოლო რამდენიმე საათი ალტკოინი ამ პოზიციას ინარჩუნებდა.

გუშინ ეთერიუმზე ვაჭრობა 4.619 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 4.822 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი დონე კი 4.619 დოლარზე დაფიქსირდა.

დღის ბოლოს კი ეთერიუმზე ვაჭრობა 4.812 დოლარზე დაიხურა. კვირის განმავლობაში ალტკოინის ფასის მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა.

ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, ეთერიუმს დიდი შანსი აქვს, რომ 5.000 დოლარის დონეს მიაღწიოს. იმ შემთხევაში, თუ კრიპტოვალუტამ ზრდის ტენდენცია განაგრძო ეთერიუმის მომდევნო სამიზნე ფასი 5.283 დოლარი იქნება.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის კურსმა დაიკლო შესაძლოა, ეთერიუმი 3.888 დოლარზე დაფიქსირდეს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 9 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, ეთერიუმის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 561 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი