ნიუ-იორკის ახალ მერს სურს, რომ კრიპტოვალუტის შესახებ სწავლება სკოლებში დაინერგოს

0
1013

ნიუ-იორკის არჩეული მერი, ერიკ ადამსი მიიჩნევს, რომ სკოლებმა კრიპტოვალუტის კვლევები თავიანთ სასწავლო გეგმებში უნდა ჩართონ.

CNN-თან ინტერვიუში ადამსმა აღწერა კრიპტოვალუტა, როგორც საქონლისა და მომსახურების გადახდის ახალი გზა.

მან მოუწოდა ადგილობრივ სკოლებს აღჭურვოს მოსწავლეები “ახალი აზროვნების” შესაბამისად, რაც მოიცავს ციფრული ვალუტისა და Blockchaln ტექნოლოგიის შესახებ მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

ერიკ ადამსმა ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმაციის სიმწირე შეინიშნებოდა.

„როდესაც მე ვსაუბრობდი Blockchaln-სა და ბიტკოინზე, ქუჩაში ახალგაზრდები გაჩერდნენ და მეკითხებოდნენ: „ეს რა არის?“”,- აღნიშნა 61 წლის დემოკრატმა.

მან ასევე მიუთითა ნიუ-იორკის ბიზნესების წახალისების გეგმებზე, მიიღონ ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები გადახდის ფორმად. ერიკ ადამსმა ასევე განაცხადა, რომ ნიუ-იორკი უნდა დარჩეს ინოვაციის ცენტრად.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბოლოს, ნიუ-იორკის აეროპორტში Blockchain-ზე დაფუძნებულმა აპლიკაციამ ფუნქციონირება დაიწყო.

ოლბანის აეროპორტმა სწრაფად გაავრცელა კორონავირუსული პანდემიის წინააღმდეგ შემუშავებული აპლიკაციის, “Wellness Trace App-ის” ტესტირების შესახებ ინფორმაცია, რომელიც საგნების ზედაპირის სისუფთავის დადგენას გულისხმობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი