სალვადორის მთავრობა ბიტკოინთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იწყებს

0
1004

სალვადორის მთავრობა ბიტკოინთან დაკავშირებულ პროექტს იწყებს, რომელიც სკოლების მშენებლობას აქტივზე მიღებული მოგების გამოყენებით გულისხმობს.

პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს განცხადებით, სახელმწიფოს Bitcoin Trust-ის ანგარიშიდან მიღებული მოგება 20 სკოლის მშენებლობას მოხმარდება.

„როდესაც ეს პროექტი დაიწყო, ჩვენ არ გვქონდა იმდენი ფული FIDEBITCOIN-ში (სახელმწიფო BTC Trust ანგარიში), რამდენიც ახლა გვაქვს. ასე რომ, ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ პირველი 20 ბიტკოინის სკოლა”,- დაწერა “ტვიტერზე” პრეზიდენტის პრესმდივანმა.

სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ბიტკოინის წინა შესყიდვებიდან მიღებული მოგება მიზნობრივად დაიხარჯება, ხოლო ახალი პროექტებს სავალდებულო გადასახადები არ შეეხება.

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ 20 ახალი სკოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს ადგილობრივებისთვის კრიპტოვალუტის განათლების გაფართოებას და იქნება იმ 400 სკოლის ნაწილი, რომლის მშენებლობაც დაგეგმილია „ჩემი ახალი სკოლის“ პროგრამის ფარგლებში.

2020 წლის ოქტომბერში, ცენტრალური ამერიკის ეკონომიკური ინტეგრაციის ბანკმა (CABEI) სალვადორს 200 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება განათლების გაფართოების სტიმულისთვის დაუმტკიცა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი