ახალ ზელანდიაში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟამ, Easy Crypto–მ 11.75 მილიონი დოლარი A სერიის დაფინანსების რაუნდში მოიპოვა. რაუნდს უძღვებოდა Nuance Connected Capital-ი.
Easy Crypto–ს განცხადების თანახმად, ახალ ზელანდიაში ადგილობრივი კომპანიის ყველაზე დიდი, A სერიის დაფინანსების კუთხით ბირჟამ ახალი რეკორდი დაამყარა.
დაფინანსების რაუნდი მნიშვნელოვანი ეტაპია კომპანიისთვის. თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯანინ გრეინჯერ ჰეიმ საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია, თუ, რამდენად რთული იყო ინვესტიციების მოპოვება ადრეულ ეტაპზე.
თანხები გამოყენებული იქნება პროდუქციისა და ტექნოლოგიის განვითარების დასაჩქარებლად და ინდონეზიისა და ფილიპინების ბაზრებზე გაფართოების მიზნით.
რაუნდი მოიცავდა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ: KiwiSaver პროვაიდერი, Pathfinder-ი, Icehouse-ი, Ventures-ი, Even Capital-ი, GDP Venture-ი, Hutt Capital-ი და Seven Peaks Ventures-ი.
შეგახსენებთ, რომ Easy Crypto და-ძმის ჯანინისა და ალან გრინჯერების მიერ 2017 წელს დაარსდა.
ამ ეტაპზე ციფრული ვალუტის ბირჟა 760 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს.