სინგაპურის მარეგულირებელმა კრიპტოვალუტის ორ ბირჟას ლიცენზია მიანიჭა

0
1213

სინგაპურის მთავარმა ფინანსურმა მარეგულირებელმა, სინგაპურის სავალუტო ორგანომ ორ ბირჟას ლიცენზია მიანიჭა. ეს კომპანიები მოსახლეობას კრიპტოვალუტის მომსახურებას შესთავაზებენ.

მარეგულირებელმა ლიცენზია ავსტრალიის კრიპტო ბირჟა Independent Reserve-სა და DBS Bank–ის საბროკერო ჯგუფზე გასცა.

Independent Reserve-ი პირველი ავსტრალიური კრიპტოვალუტის ბირჟა გახდა, რომელიც ხელმისაწვდომია სინგაპურის საცალო და ინსტიტუციური ინვესტორებისთვის.

კომპანია ავსტრალიაში 2013 წელს დაარსდა. 6 წლის შემდეგ კი თავისი პირველი ტრანსასაზღვრო ოპერაციების განხორციელება დაიწყო.

მნიშვნელოვანია, რომ კრიპტოვალუტის მიღება სინგაპურში იზრდება. მოთხოვნა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებში შეინიშნება. ახალგაზრდები ცდილობენ აითვისონ ბიტკოინი და სხვა ციფრული ვალუტები.

აზიისა და წყნარი ოკეანის კრიპტოვალუტის დამოუკიდებელი სარეზერვო სისტემის მიერ ჩატარებულ ბოლო გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა 43%-მა განაცხადა, რომ ფლობდა ან ფლობს კრიპტოვალუტას, 46% კი უახლოეს 12 თვეში აპირებს მის შეძენას.

26-დან 45 წლამდე ასაკის რესპონდენტთა 2/3, ანუ 66% ამბობს, რომ ისინი ფლობდნენ კრიპტოვალუტებს.

გასაკვირი არ არის, რომ გამოკითხულთა 93%-მა აღნიშნა, რომ მათ სმენიათ ბიტკოინის შესახებ. გამოკითხულთა თითქმის 40% აღწერს ბიტკოინს, როგორც “ინვესტიციურ აქტივს”, ხოლო 25%-მა მას “ციფრული ოქრო” უწოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი