ავსტრალიის კრიპტო კანონმდებლობა 2022 წელს ამოქმედდება.
სენატორმა ენდრიუ ბრაგმა ადგილობრივ ინდუსტრიულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული გეგმის ამოქმედება მომავალ წელს დაიწყება.
მან ასევე მხარი დაუჭირა განახლებადი ენერგიის სექტორის სამომავლო საქმიანობას, რომელიც ასევე არის მთავრობის მიმდინარე გეგმის ნაწილი. მიზანი კი გარემოზე ნახშირორჟანგის ზემოქმედების შემცირებაა.
NFT Fest ღონისძიებაზე საუბრის დროს სენატორმა განაცხადა, რომ სენატის კომიტეტი კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხს შეისწავლის და ანგარიშს ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნებს.
ანგარიშში საზოგადოების აზრი რეგულაციებთან დაკავშირებით ასევე გათვალისწინებული იქნება.
”მიმოხილვა უნდა დასრულდეს დაახლოებით სამ კვირაში და დაპირება, რომელიც მე მოგეცით, შევასრულებ. ჩვენ შევიმუშავებთ გეგმას და ეს გეგმა შეიქმნება იმისთვის, რომ ავსტრალია ციფრული ვალუტის სექტორში პირველ ადგილას აღმოჩნდეს”,- აღნიშნა სენატორმა ენდრიუ ბრაგმა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, სენატორი იმედოვნებს, რომ აღნიშნული გეგმა ყველა პარტიისათვის მისაღები იქნება.
შეგახსენებთ, რომ NFT Fest-ის ღონისძიება Blockchain Australia-ს მხარდაჭერით გაიმართა.