Robinhood-ი ციფრულ საფულეს ქმნის

0
1156

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Robinhood-ის საცალო ვაჭრობის პლატფორმა ციფრული საფულის ფუნქციასაც დაიბრუნებს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაგზავნონ და მიიღონ ისეთი კრიპტოვალუტა, როგორიცაა ბიტკოინი.

“ბლუმბერგმა” ეს ინფორმაცია 21 სექტემბერს გაავრცელა.

მიუხედავად იმისა, რომ პუბლიკაციაში დეტალები დაკონკრეტებული არ იყო. “ბლუმბერგი” ასევე აცხადებს, რომ მათთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციაში ნახეს მომლოდინეთა სია, რომელშიც იმ მომხმარებლების ინფორმაციაა, რომლებიც მომავალში ციფრული ვალუტის საფულზე უნდა დარეგისტრირდნენ.

”აპლიკაციას ასევე აქვს კოდი, რომელიც ეხება კრიპტოვალუტის გადარიცხვებს”, – დასძინა სტატიის ავტორმა.

უნდა აღინიშნოს, რომ, ამჟამად, Robinhood–ის მომხმარებლებს აშშ დოლარით მხოლოდ კრიპტოვალუტის შეძენა შეუძლიათ, რადგან აპლიკაცია ჯერჯერობით მხარს არ უჭერს ციფრულ საფულეს.

Robinhood-ი კრიპტო მოვაჭრეები დიდი ხანია აანონსებენ, ციფრული ვალუტების დეპოზიტისა და გაყვანის ფუნქციონირების დანერგვას. მოლოდინები კი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საიტზე Dogecoin-ის მრავალი მომხმარებელი გამოჩნდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი