ჯონ სენა: NFT-ის პროექტი ჩავარდა

0
1227

ჯონ სენა საკუთარ NFT გაყიდვებს კატასტროფულ მარცხს უწოდებს.

პროფესიონალმა მოჭიდავემ და მსახიობმა ჯონ სენამ განაცხადა, რომ თაყვანისმცემლებმა შეიძინეს მხოლოდ World Wrestling Entertainment– ის 7.4%-ის NFT, რომლებიც მან გასულ თვეს გამოაქვეყნა.

მედიასთან საუბრის დროს სინამ აღნიშნა, რომ შეცდომა იყო მისი WWE NFT-ების გაყიდვა.

”მე ბევრს ვსაუბრობ წარუმატებლობაზე. სამწუხაროდ, ეს იდეა ჩავარდა. ჩვენ ვერ გავყიდეთ საკმარისი რაოდენობის NFT-ი”,- განაცხადა ჯონ სენამ.

აღსანიშნავია, რომ ჯონ სენას შემთხვევა ერთ-ერთი პირველი მარცხია NFT-ის გაყიდვებში, რადგან გასართობ ინდუსტრიაში სულ უფრო და უფრო პოპულარი ხდება NFT-ი.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ, Marvel Entertainment–მა აღნიშნა, რომ იგი პარტნიორობდა Orbis Blockchain Technologies– თან, რათა გაეშვა NFT-ი VeVe–ს ბაზრის აპლიკაციაში.

კომპანიის თანახმად, NFT მოიცავს ციფრულ კოლექციებს და კომიქსებს, რომელთა გაყიდვა შეუძლიათ Marvel-ის გულშემატკივრებს. ასევე შესაძლებელი იქნება მათი ჩვენება ვირტუალურ შოურუმებში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი