ალტკოინების კურსი მნიშვნელოვნად შემცირდა

0
1035

20 სექტემბერს ციფრული ვალუტების ფასები მთელი დღის განმავლობაში რყევას განიცდიდა. კრიპტოვალუტების ფასების უმეტესობა მკვეთრად შემცირებულია.

ორშაბათს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 609 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული ასევე 609 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 534 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 540 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 620 დოლარამდე მიაღწიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი ისევ შემცირდა შესაძლოა, კურსმა 500 დოლარამდეც კი დაიკლოს.

ამჟამად, ალტკოინის კურსი 528 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი 3.64%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მე-15 ადგილზე მყოფ ლაიტკოინს: გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა მთელი დღის განმავლობაში 154-სა და 175 დოლარს შორის მიმდინარეობდა.

ფასის ზრდის შემთხვევაში ლაიტკოინის მოსალოდნელი დონე 180 დოლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კურსი კვლავ დაეცემა მაშინ კრიპტოვალუტის ფასი 140 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

ამ ეტაპზე ლაიტკოინის კურსი 154 დოლარს შეადგენს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კი ალტკოინის ფასი 2.59%-ით არის შემცირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი