სამხრეთ კორეის ნაციონალური ასამბლეის წევრი და ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ნო ვუნგ-რაე, სავარაუდოდ, გეგმავს გადადოს კანონპროექტი, რომელშიც კრიპტოვალუტის დაბეგვრის შესახებ არის საუბარი. ნო ვუნგ-რაე კანონპროექტის გადავადებას 2023 წლამდე ითხოვს.
Naver News–ის თანახმად, სამხრეთ კორეის დემოკრატიული პარტია უკან დახევას გეგმავს.
”იმ სიტუაციაში, როდესაც შესაბამისი საგადასახადო ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისად ჩამოყალიბებული, ციფრულ ვალუტებზე დაბეგვრის გადადება ვარიანტი კი არა, გარდაუვალი მდგომარეობაა”, – განაცხადეს სამხრეთ კორეელმა კანონმდებელმა.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის გულშემატკივრები ცდილობდნენ, რომ ფინანსთა სამინისტროს ნაცვლად ნაციონალური ასამბლეის მეშვეობით ყოფილიყო კანონი ინიცირებული.
ფინანსთა მინისტრმა, ჰონ ნამ-კიმ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ მთავრობა მომავალ წელს კრიპტოვაჭრობით მიღებული კაპიტალის მოგების დაბეგვრას გეგმავდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ სამხრეთ კორეული კრიპტოვალუტის ბირჟები მარეგულირებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ამის შემდეგ მარეგულირებელმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მარეგულირებელი კრიპტოვალუტის ბაზარზე კონტროლის გაძლიერებას უკანონო ქმედებებთან ბრძოლის მიზნით აპირებს.