Twitter-ის დამფუძნებელი: მსოფლიოში ბიტკოინი ერთადერთი ვალუტა იქნება

0
2053

ჯეკ დორსიმ, Twitter-ისა და საგადასახადო მომსახურეობის Square-ს აღმასრულებელი დირექტორმა, განაცხადა, რომ იგი ბიტკოინს ინტრნეტისა და მსოფლიოს საერთო ერთადერთ, მომავალ ვალუტად მოიაზრებს.

ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

დორსი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ლიდერობა სავარაუდოდ, ათი წლის განმავლობაში გაგრძელდება, მაგრამ პროცესები შესაძლოა უფრო სწრაფად წარიმართოს.

“მსოფლიოს საბოლოოდ ექნება ერთადერთი ვალუტა, ინტერნეტს ექნება ერთადერთი ვალუტა. მე პირადად მჯერა, რომ ეს იქნება ბიტკოინი”,- განაცხადა ჯეკ დორსიმ.

2018 წლის თებერვლის ბოლოს, დორსიმ განაცხადა, რომ Square ფოკუსირებული იქნება უფრო მეტი ვარიანტის შემუშავებისთვის, რათა ბიტკოინის გამოყენება Square-ის ნაღდი ფულადი აპლიკაციით მოხდეს. დორსი ამას ინდუსტრიის ტრანსფორმაციის ტექნოლოგიას უწოდებს.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ბიტკოინს ეფექტურ ვალუტად არ მიიჩნევს.

“ბიტკოინი ძვირადღირებულია, მაგრამ რაც უფრო მეტ ადამიანს აქვს ის, მით უფრო წინ მიდის ეს სფერო. არსებობს ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც Blockchain-ზე არაინ დაფუძნებულნი და შესაბამისად, ეს ყველაფერი არის უფრო ხელმისაწვდომიც”,- აღნიშნა ჯეკ დორსიმა.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook-ისა და Google-ის მსგავსად, Twitter-იც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეკლამების აკრძალვას გეგმავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი