რუსეთში მაინინგი შესაძლოა, რეგულაციას დაექვემდებაროს

0
1068

რუსეთში კრიპტოვალუტის მაინინგის რეგულირების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფინანსური ბაზრების კომიტეტის თავმჯდომარემ, ანატოლი აქსაკოვმა განაცხადა, რომ რუსი დეპუტატები კრიპტომოპოვებითი ინდუსტრიის მეწარმეობის ფორმად აღიარებას ადგილობრივი ბიზნეს კანონების შესაბამისად განიხილავენ.

”ვინაიდან მაინინგი არის სამეწარმეო საქმიანობის ტიპი, აშკარად აუცილებელია ამის ჩანაწერი სახელმწიფო რეესტრში გაკეთდეს. მაინინგი უნდა დარეგულირდეს მეწარმეობის ტიპის შესაბამისი კოდექსით და შესაბამისი გადასახადის დაწესებით,” – განაცხადა ანატოლი აქსაკოვმა.

მისი თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს კრიპტოვალუტის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ რამდენიმე სამართლებრივ ინიციატივაზე. აქსაკოვმა ასევე ხაზი გაუსვა ციფრული ვალუტების მარეგულირებელი სისტემის სიცხადის აუცილებლობას და აღნიშნა:

”ჩვენ ჯერ კიდევ ვმსჯელობთ ციფრული ვალუტის შესახებ. თუმცა ჩვენ მას ვალუტას ვუწოდებთ, მაგრამ ის უფრო მეტად გამოიყენება როგორც ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განიხილება, როგორც ინვესტიცია და არა, გადახდის საშუალება.”

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის იანვარში რუსეთმა ოფიციალურად მიიღო ძირითადი სამართლებრივი ბაზა კრიპტოვალუტების რეგულირების შესახებ.

კანონი, „ციფრული ფინანსური ვალუტების შესახებ“, კრიპტოვალუტის გამოყენებას გადახდის მეთოდად კრძალავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი