პანამის რესპუბლიკა კრიპტოვალუტას გადახდის მეთოდად აღიარებს

0
1407

პანამის რესპუბლიკის ახალი კანონპროექტი მიზნად ისახავს ბიტკოინის და სხვა ციფრული ვალუტების გადახდის ალტერნატიულ მეთოდად აღიარებას.

პანამის რესპუბლიკამ შემოიღო კანონპროექტი კრიპტოვალუტის რეგულირების შესახებ, რომლის მიზანია ქვეყანის კანონმდებლობა Blockchain ტექნოლოგიასა და კრიპტოვალუტასთან თავსებადი გახადოს.

კანონპროექტის ავტორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კრიპტოვალუტა იძლევა სწრაფ და იაფ გადახდებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ფინანსური ტრანზაქცია კომფორტულად განახორციელონ.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა პანამაში კრიპტოვალუტის გამოყენების თავისუფლების დამყარებას ითვალისწინებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბიტკოინი სალვადორში ლეგალური გახდა, როგორც ჩანს, ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყანებმაც სალვადორის გამოცდილების გაზიარება გადაწყვიტეს.

ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებამ ბიტკოინის კანონიერ სატენდერო ვალუტად აღიარების შესახებ შესაძლოა, ფულადი გზავნილების მიღების პროცესი გააუმჯობესოს.

Bank of America ბიტკოინის სალვადორში მიღებას მიესალმა და ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ფულადი გზავნილებისთვის ბიტკოინის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს გარიგების ხარჯები ტრადიციული ფულადი გზავნილების ოპერაციებთან შედარებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი