ბელგიურმა კომპანიამ პარკინგის ბილეთებზე კრიპტოვალუტით გადახდა დაუშვა

0
1095

ბელგიურმა სტარტაპმა პარკინგის ბილეთებზე ბიტკოინით გადახდა დაუშვა.

Seety-მ, ციფრული პარკირების სტარტაპმა ბელგიაში, შემოიღო კრიპტო გადახდის მხარდაჭერა პარკირების ბილეთებისთვის.

DataNews–ის ანგარიშის თანახმად, კომპანიამ გაააქტიურა კრიპტო გადახდის ფუნქცია ანტვერპენსა და ბრიუსელში, სადაც სამოცდაათ მომხმარებელს შეეძლება გამოიყენოს ბიტკოინი ორივე ქალაქში პარკირების ბილეთების გადახდისთვის.

ბიტკოინის გარდა, მომხმარებელს ასევე შეუძლია გამოიყენოს ისეთი კრიპტოვალუტები, როგორიცაა ეთერიუმი, Bitcoin Cash-ი, Dogecoin-ი, და ლაიტკოინი.

როგორც ცნობილი გახდა, კრიპტოვალუტის გამოყენების შემთხვევაში მომხმარებლები არ გადაიხდიან დამატებით საფასურს.

გავრცელებული ინფორმაციით, Seety-ს აპლიკაციას ჰყავს 355,000-ზე მეტი მომხმარებელი ბელგიასა და ნიდერლანდებში. კომპანია მიზნად ისახავს 2022 წლისთვის 2 მილიონ ევრომდე წლიური ბრუნვის მიღწევას.

კომპანიისათვის, პარკირების ადგილის გადახდისთვის კრიპტოვალუტის გამოყენება მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ხდება კრიპტოვალუტა ყოველდღიურ ცხოვრებაში დღითიდღე უფრო პოპულარული.

შეგახსენებთ, რომ ბელგია კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. ჯერ კიდევ 2018 წელს ქვეყნის მთავრობამ “მსოფლიო საკვების პროგრამის” Blockchain ტექნოლოგიის პროექტი 2 მილიარდი ევროთი დააფინანსა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი