ირანის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო: მაინინგი ელექტროენერგიის დეფიციტის მიზეზი არ არის

0
1231

“ირანში კრიპტოვალუტის არალეგალური მაინინგი ელექტროენერგიის დეფიციტის მიზეზი არ არის”,- აცხადებს სამინისტრო.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ უარყო წამყვანი ენერგეტიკული კომპანია “ტავანირის” პრეტენზიები, რომლიც ქვეყანაში არსებულ ენერგო დეფიციტს უკავშირდებოდა. კომპანიის აზრით, ენერგოდეფიციტი კრიპტომოპოვებით არის გამოწვეული.

სამინისტროს საინვესტიციო დაგეგმარების დირექტორმა, ალირეზა ჰადიმ აღნიშნა, რომ “ტავანირის” მიერ გამოქვეყნებული რიცხვები ძალიან გადაჭარბებულია.

ალირეზა ჰადიმ ეჭვქვეშ დააყენა კომპანიის მტკიცება, რომ მაინინგის უკანონო საქმიანობა 2000 მეგავატ ენერგიას მოიხმარს. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის მოპოვება ლეგალიზებულია ირანის მთავრობის მიერ, “ტავანირი” არარეგისტრირებულ მაინერებს ადანაშაულებს ელექტროენერგიის დეფიციტში.

2021 წლის აგვისტოში, “ტავანირის” სპიკერმა რაჯაბი მაშჰადიმ განაცხადა:

”ბოლო თვეების განმავლობაში, უნებართვო მაინერების საქმიანობა ელექტროენერგიის გათიშვის მთავარი მიზეზია. თუ მაინერები შეაჩერებენ თავიანთ საქმიანობას, ჩვენ გვექნებოდა 80%-ით ნაკლები გათიშვა.”

შეგახსენებთ, რომ ირანის მთავრობამ აკრძალა ბიტკოინის მაინინგის ოპერაციები ჯერ კიდევ მაისში.

იმ დროს, გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებული იყო, რათა ქსელის გადატვირთვა ზაფხულის ცხელ თვეებში თავიდან აეცილებინათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი