ბრაზილიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრიპტოვალუტის რეგულირების მომხრეა

0
1111

ბრაზილიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მხარს უჭერს კრიპტოვალუტის რეგულაციას.

ონლაინ ღონისძიებაზე ბრაზილიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, რობერტო კამპოს ნეთომ თავისი შეხედულებები გამჭვირვალე გადახდების ქსელებზე, ქვეყნის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პროექტსა და კრიპტო რეგულირებაზე გაამჟღავნა.

ამასთანავე, რობერტო კამპოს ნეთო არის კრიპტოვალუტის მტკიცე მხარდამჭერი 2019 წლიდან. უფრო კონკრეტულად კი იმ პერიოდიდან, როდესაც მან აღნიშნული თანამდებობა ჩაიბარა.

ღონისძიების მიმდინარეობის დროს რობერტო კამპოს ნეთომ ისაუბრა ბრაზილიის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიასთან მიმდინარე დისკუსიების შესახებ. მისი აზრით, მარეგულირებელი სისტემა აუცილებელია.

”ბრაზილიის მარეგულირებელი ორგანოები აღიარებენ კრიპტო ბაზრის განვითარებას და ესმით, რომ მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის “დარეგულირებული პროდუქციის” შეთავაზება”,- მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა QR Capital– ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერნანდო კარვალიომ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში სტაბილკოინის კვლევაც მიმდინარეობს, რომელიც არის იმ პროექტების ნაწილი, რაც ქვეყანაში გადასახადების სექტორის დახვეწასა და გაუმჯობესებას ემსახურება.

აქამდე გადადგმული ნაბიჯები ბრაზილიის ცენტრალურ ბანკს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მათი ციფრული ვალუტა 2022 წლისთვის უკვე მზად იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი