კომპანია Leonteq-ი გერმანიასა და ავსტრიაში ოპერირებას იწყებს

0
1023

Fintech კომპანია Leonteq-ი ევროპაში კრიპტოვალუტის შეთავაზებას აფართოებს.

შვეიცარიაში კრიპტოვალუტის სერვისის წარმატებული გაფართოების შემდეგ, Leonteq–მა თანამშრომლობა ICF Bank–თან ერთად გერმანიის და ავსტრიაში კრიპტო ინვესტორებთან დაიწყო. შვეიცარიის ბაზარზე კომპანიამ გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. ამაში იგულისხმება მსოფლიოში პირველი მოკლე ტრეკერების სერტიფიკატების გაცემა 2017 წელს.

ასევე აღნიშნული ტრეკერების კონვერტირების შესაძლებლობა ბიტკოინზე, რომელიც ასევე პირველი იყო მსოფლიოში და 2019 წელს დაინერგა, ხოლო კომპანია ახლა აპირებს მომავლ განვითარებას გერმანიისა და ავტრიის ბაზრებზე.

რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდგომ, Leonteq-ი და ICF ბანკი გაერთიანდნენ, რათა ფინანსური შეთავაზებები ტრადიციული სტრუქტურირებული აქტივების მიღმა შეექმნათ. ეს კი გულისხმობს ბიტკოინის, ეთერიუმის, Cardano-ს, Aave-სა და რიპლის შეთავაზებებს.

ამის შემდეგ, როგორც კომპანია ირწმუნება, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში (გერმანია, ავსტრია, შვეიცარია) ერთ-ერთი მოთხოვნადი იქნება, როგორც ინსტიტუციონალური, ისე საცალო ინვესტორებისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი