ვიეტნამი ციფრული ვალუტის სექტორის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი

0
1059

კრიპტოვალუტის მიღებასთან დაკავშირებით, ვიეტნამი, ინდოეთი და ინდონეზია, როგორც განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნები, წამყვან პოზიციას იკავებენ, რაც ხაზს უსვამს ციფრული ვალუტების მნიშვნელოვან გამოყენებას.

Finder-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ვიეტნამის მოქალაქეები ციფრული ვალუტის სექტორის მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილნი. ვიეტნამელთა 20%-მა განაცხადა, რომ ისინი ფლობენ ბიტკოინს.

გამოკითხულ ყველა ქვეყანას შორის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა.

ამასთანავე, Finder–ის გამოკითხვამ დაადასტურა სხვა მონაცემებიც. უფრო კონკრეტულად ის, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებენ.

2020 წელს ვიეტნამმა ბიტკოინის მიღების საკითხში მე-13 ადგილი დაიკავა.

ჯერ კიდევ შარშან ვიეტნამის ფინანსთა სამინისტრომ კვლევითი ჯგუფი შექმნა. ჯგუფის მიზანი ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება და ზოგადად კრიპტოვალუტის შესწავლა იყო.

ჯგუფი პასუხისმგებლობას იღებდა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრაზე.

როგორც ცნობლი გახდა, კვლევითი ჯგუფი 9 წევრისგან შედგებოდა, რომელსაც ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო კომისიის ვიცე-თავმჯდომარე, ფამ ჰონგ სონი ხელმძღვანელობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი