ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ კანონპროექტს კრიპტო სექტორის ნაწილი მხარს არ უჭერს

0
1095

აშშ-ს ინფრასტრუქტურის გეგმას, რომელიც შეცვლის კრიპტოვალუტის დებულებას, ზოგიერთი ადამიანი ეწინააღმდეგება.

ციფრული უფლებების დამცველთა ჯგუფმა, Fight for the Future–მა განაცხადა, რომ იგი მხარს არ დაუჭერს სენატორების მარკ უორნერის, რობ პორტმანისა და კირსტენ სინემას მიერ შესწორებულ ცვლილებას, რომელიც ეხება ორპარტიული ინფრასტრუქტურის კანონპროექტში კრიპტოვალუტის შესახებ საკითხს.

ჯგუფის გაცხადების თანახმად, მათი უარი განპირობებულია იმით, რომ აღნიშნულ სენატორებს ფუნდამენტურად არასწორად ესმით ის, თუ როგორ მუშაობს კრიპტოვალუტა და რას ნიშნავს ზოგადად დეცენტრალიზაცია.

”თავდაპირველი დებულება და პორტმან-უორნერის შესწორება ძირეულად არ ესმით. უფრო კონკრეტულად კი ის, რომ დეცენტრალიზებული ტექნოლოგია არის დეცენტრალიზებული. კანონპროექტი არის სრულიად გამოუყენებელი და სექტორის აქტორებისგან მოითხოვს, რომ მათ შექმნან მონაცემები, რომელთა მფლობელებიც ისინი ვერასოდეს იქნებიან დეცენტრალიზებული ტექნოლოგიის ბუნებიდან გამომდინარე”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ციფრული სივრცის სხვა წევრებმა მსგავსი პრეტენზიები გამოთქვეს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის Blockchain და ციფრული ვალუტების ჯგუფის ხელმძღვანელმა, შელა უორენმა ცვლილებების შესახებ მიმდინარე დებატებს “უჩვეულო” უწოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი