Cash App–ის კვარტალური ბიტკოინის შემოსავალი სამჯერ გაიზარდა

    ჯეკ დორსიმ თავისი კომპანიის ბიტკოინის შემოსავლები გამოაქვეყნა. მონაცემები წლის მეორე კვარტალში 200%-იან ზრდას აჩვენებს.

    კომპანიამ აღნიშნული წარმატება აქციონერთათვის გაგზავნილ ღია წერილში გამოაქვეყნა.

    მოხსენებაში ნათქვამია, რომ წლიური შემოსავალი გაიზარდა 91%-ით და 1.14 მილიარდი შეადგინა.

    ასევე კომპანიამ მიიღო 2.72 მილიარდი დოლარი ბიტკოინ სერვისებისათვის, რომელიც აპლკაციების სახით გვხვდება მომსახურებაში. ასევე კვარტალური მოგება 55 მილიონით გაიზარდა, რაც საერთო ჯამში 210%-იან და 223%-იან ზრდას გულისხმობს. Cash App–მა მთლიანი მოგება 546 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით გამოიმუშავა, რაც 94%–ით გაზრდილია წინა წელთან შედარებით.

    ბიტკოინის ფასი დაეცა მიმდინარე კვარტალში 22%, ხოლო წლიურად თითქმის 50%-ით და მისმა მთლიანმა ღირებულებამაც იკლო, რაც ბაზარზე მიმდინარე კოლაფსებითაა განპირობებული. ამ ფონზე კი ჯეკ დორსის კომპანიის მოგება კოლოსალურია.

    აღნიშნულის მიზეზი კი ინვესტორთა ნდობა და გაზრდილი მოთხოვნებია.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *