მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Amazon-ი, ელექტრონული კომერციის გიგანტი, აპირებს, რომ 2021 წლის ბოლოსთვის ბიტკოინი გადახდის საშუალებად მიიღოს. ეს კი კრიპტო ტრანზაქციების ფართო მასშტაბის მიღების ეტაპის შექმნას ნიშნავს.
”ეს არ არის მხოლოდ კრიპტოვალუტის გადახდის გადაწყვეტილებების შექმნის შუამდგომლობა მომავალში – ეს არის სამომავლო მექანიზმის სრული, კარგად განხილული, განუყოფელი ნაწილი, თუ როგორ იმუშავებს Amazon-ი”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე თემაზე რეი იუსეფიმ ისაუბრა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი Amazon-ის კრიპტო ამბიციების პირველი ნაბიჯია, კომპანიის ხელმძღვანელებს, ცოტა ხნის წინ, დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ ბიტკოინის გარდა სხვა კრიპტოვალუტაც დაემატებინათ.
ბიტკოინით გადახდის დაშვების გარდა, ამბობენ, რომ Amazon-ი იკვლევს საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის შესაძლებლობას, რომელიც არაოფიციალური წყაროების თანამხად, 2022 წელს უნდა განხორციელდეს.