Binance Australia-ს Koinly საგადასახადო ანგარიშებისთვის პარტნიორობას გაუწევს.
კრიპტოვალუტის წამყვანი კომპანია, Binance-ის ავსტრალიის ფილიალმა გაზარდა მომხმარებლებისთვის საგადასახადო ვალდებულებების ზუსტი ანგარიშგების შესაძლებლობა ადგილობრივი საგადასახადო ორგანოების მხრიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე.
Binance-ი პარტნიორობს Koinly–სთან, რათა დაეხმაროს მომხმარებლებს, რომლებიც იღებენ მუდმივად მზარდ საგადასახადო ვალდებულებებს. Binance-ის მომხმარებლებს ავსტრალიაში შესთავაზეს Koinly-ს გადასახადის ანგარიშგების გადაწყვეტილებაზე წვდომა.
შარშან ავსტრალიის საგადასახადო სამსახურმა 350 000 მომხმარებელს გაუზავნა გამაფრთხილებელი შეტყობინება, რომელიც ეხებოდა არარეგისტრრებულ შემოსავლებს. ამ ტიპის შემოსავლები თავისთავად კრიპტოვალუტასაც მოიაზრებს. 2021 წლის მარტო მაისში კი 100 000 მომხმარებელს გადაეგზავნა იგივე შეტყობინება.
შეგახსენებთ, რომ Koinly დაარსდა 2018 წელს და მხარს უჭერს 600-ზე მეტ ბირჟასა და ელექტრონულ საფულეს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მთელი მათი კრიპტო სავაჭრო ისტორია დაასინქრონონ ერთ ცენტრალურ პლატფორმაზე.
სტატისტიკა ადასტურებს, რომ რეგულაციები გამკაცრებულია. Binance-ი, თავის მხრივ, მოწადინებულია, რომ “თავი დააღწიოს” რეგულაციებს. ამჯერად, კი ამას Koinly–სთან თანამშრომლობით ცდილობს.