Visa ციფრული ვალუტის ადაპტირების ოპერაციებს განაგრძობს

0
1058

გლობალური საგადახდო გიგანტი Visa ციფრული ვალუტის მიღების ვალდებულების შესრულებით წინ მიიწევს, რაც ამჟამად ავსტრალიაში ახალი ბიტკოინის სადებეტო ბარათის გაცემით გამოიხატა.

სიდნეიში დაფუძნებული კრიპტო ხარჯების აპლიკაციამ, CryptoSpend-მა განაცხადა, რომ Visa– მ დაამტკიცა ფიზიკური სადებეტო ბარათის გაცემა, რომელიც ავსტრალიელებს საშუალებას მისცემს დახარჯონ ბიტკოინი ადგილობრივ სავაჭრო ობიექტებში.

CryptoSpend-ის თანადამფუძნებლებმა ინტერვიუში განაცხადეს, რომ ახალ ბარათს გასცემს მსხვილი ადგილობრივი საგადახდო კომპანია Novatti და სავარაუდოდ აღნიშნული სიახლე ბაზარზე სექტემბერში გამოჩნდება. ანგარიშის თანახმად, მომავალი კრიპტო სადებეტო ბარათი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს დახარჯონ ძირითადი კრიპტოვალუტები, მათ შორის ბიტკოინი, ეთერიუმი, რიპლი და Bitcoin Cash-ი. მომხმარებლების კრიპტო მფლობელობაში ინახება BitGo-ც.

CryptoSpend–ის თანადამფუძნებელმა ენდრიუ გრეჩმა აღნიშნა, რომ ბარათი ავსტრალიელებს საშუალებას მისცემს გაანაღდონ ბიტკოინის მოგება.

ფინანსური მიმოხილვის თანახმად, Visa–მ უკვე დაამტკიცა კრიპტო ხარჯვითი ბარათების გაცემა ზოგიერთ გლობალურ კრიპტო ბირჟაზე.

ასეთი კომპანია არის Binance-ი, მაგრამ ეს უკანასკნელი ავსტრალიაში ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი