Binance-ი Barclays-ის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

0
1342

Barclays-ის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს Binance-ის ბრიტანელი მომხმარებლების კრიპტო გადახდები, სავალუტო კრიტიკა მოჰყვა. ეს კი მას შემდეგ, რაც სპიკერმა მედიას განუცხადა, რომ ბანკი მოქმედებდა მოვლენების შესახებ გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციით.

”ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ Barclays–მა ცალმხრივი ზომები მიიღო, როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა მოვლენების არაზუსტ გაგებას”, – აღნიშნა სპიკერმა, რომელიც გულისხმობდა გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის ორგანოს ბოლოდროინდელ ბრძანებას, Binance Markets Limited– ის საქმიანობის აკრძალვაზე.

Binance Markets Limited-ი არის გაერთიანებული სამეფოს ტერტორიაზე მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს არ სთავაზობს არანაირ პროდუქტს და შემოიფარგლება მხოლოდ სამომხმარებლო სერვისების უზრუნველყოფით. შესაბამისად, მათ არ ეხებათ აკრძალვა, რომელიც, ცოტა ხნის წინ, შევიდა ძალაში და ეხება Binance-ის მოხმარებლების კრიპტო ვაჭრობას.

Binance-ი გამოეხმაურა Barclays-ის პოზიციას და განაცხადა, რომ ისინი მოხარულები არიან მსგავსი ღია კომუნიკაციის შესაძლებლობით.

როგორც ცნობილია, Binance-ი ბოლო კვირეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებლისაგან განიცდის ზეწოლას. ქვეყნებს შორის არის დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და კანადა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი