ნიუ-იორკის მცხოვრებლები მაინინგის კომპანიას ტბის ტემპერატურის ცვლილებაში ადანაშაულებენ

0
1138

ნიუ–იორკის ადგილობრივი მოსახლეობა Greenidge Generation–ის გაზზე მომუშავე ბიტკოინის მაინინგის ცენტრს შტატში სენეკას ტბის “გათბობაში” ადანაშაულებს.

ყოველდღიურად, ცენტრს ნებადართული აქვს 139 მილიონი გალონი წყლის ტბიდან გატანა და 134 მილიონი გალონი წყლის გამოყოფა. კომპანიამ ასევე უნდა გაითვალისწინოს ტემპერატურა და მიჰყვეს ინსტრუქციას, რომლის მიხედვითაც, მათ ნებადართული აქვთ ზამთარში 108, ხოლო ზაფხულში 86 ფარენჰეიტის ტემპერატურის მქონე წყლის გამოშვება.

მოსახლეობამ შეშფოთება გამოთქვა ტბის ტემპერატურის ზრდის გამო. ტბაზე დასახლებული კალმახის სახეობების მდგრადობა ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი საზრუნავია, თევზები ვითარდებიან 52F და 64F ტემპერატურაზე, ხოლო 75F-ზე მეტი დონე ზოგიერთი სახეობისთვის ლეტალურია.

აბი ბუდინგტონმა, ადგილობრივმა მცხოვრებმა, ენბისის განუცხადა:

”ტბა ისეთი თბილია, გრძნობთ, რომ ცხელ აბანოში ხართ”.

კომპანიის წარმომადგენელმა, მაიკლ მაკკეონმა უარყო ბრალდებები, რომელშიც მას ადგილობრივი მოსახლეობა ადანაშაულებს.

”ჩვენ არ “ვაფეთქებთ” ცხელ წყალს ტბაში, ეს ასე არ არის. ჩვენ გვაქვს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია და გავაგრძელებთ ინვესტიციას ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიაში, ტბაში თევზის დასაცავად, ”- აღნიშნა სპიკერმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი