საფრანგეთისა და სინგაპურის ფინანსური ორგანოები აქტიურად იკვლევენ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების ტრანსსასაზღვრო პროგრამებს.
ერთობლივ განცხადებაში, საფრანგეთის ბანკმა და სინგაპურის სავალუტო ორგანომ აღნიშნეს, რომ მათ წარმატებით დაასრულეს მთლიანი საზღვარგარეთული გადახდისა და ანგარიშსწორების ექსპერიმენტი სტაბილკოინებისა და Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით.
სტაბილკოინის ექსპერიმენტი ჩატარდა JPMorgan-ის ციფრულ ვალუტაზე ფოკუსირებული ჯგუფის მხარდაჭერით, ნებადართული კონფიდენციალურობის შესაძლებლობის მქონე Blockchain-ზე, რომელიც დაფუძნებულია საინვესტიციო ბანკის Quorum Blockchain-ის ინფრასტრუქტურაზე.
ექსპერიმენტის ფარგლებში, საფრანგეთის ბანკმა და სინგაპურის სავალუტო ორგანომ ტრანსსასაზღვრო და სავალუტო ოპერაციების სიმულაცია სინგაპურის დოლარზე დაფუძნებულ სტაბილკოინისთვის და ევროსთვის განახორციელეს.
”მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი შემოიფარგლებოდა ორი ქვეყნის ფინანსური ორგანოს დახმარებით, ქსელის შექმნა საშუალებას მისცემს მათ სხვადასხვა იურიდიული საკითხი მოაგვარონ”,- აღნიშნულია საფრანგეთის ცენტრალური ბანკისა და სინგაპურის სავალუტო ორგანოს ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სინგაპურის ცენტრალური ბანკი ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების კვლევაში მონაწილეობდა.