მარეგულირებელი რიპლის მომხრეებს სოციალურ მედიაში ცრუ განცხადებების გავრცელებაში ადანაშაულებს

0
1095

Ripple Labs- სა და აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას შორის მიმდინარე სასამართლო პროცესი გრძელდება.

მარეგულირებელი ორგანოს მტკიცებით, რიპლი მომხმარებლებს სოციალურ ქსელებში განთავსებული ყალბი განცხადებებით იზიდავს.

ნიუ-იორკის სამხრეთ რაიონის მოსამართლე, სარა ნეტბერნს მარეგულირებელმა მიმართა და მოითხოვა რიპლის შუამდგომლობის გაუქმება, რომელიც აღნიშნული საკითხის განხილვაზე შიეტანა მარეგულირებელი ორგანოს კორპორაციის ფინანსთა განყოფილების ყოფილმა დირექტორმა, უილიამ ჰინმანიმა.

მარეგულირებელი ამტკიცებს, რომ რიპლის შუამდგომლობა, თუ დაკმაყოფილდება, შექმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც ნებადართული იქნება მაღალჩინოსნების კრიპტო ოპერაციების მეტი ღიაობის ჩვენება და ამით ხელი შეეშლება აშშ-ს მთავრობის საქმიანობას.

ამასთანავე, აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია საუბრობს იმის შესახებ, რომ რიპლის მომხრეები სოციალურ ქსელებს მარეგულირებებელი ორგანოს მმართველების შესახებ ნეგატიურ და ყალბ განცხადებებს ავრცელებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი