ტელეწამყვანმა ჯიმ კრამერმა საკუთარი ბიტკოინები გაყიდა

0
1111

CNBC-ზე მიმდინარე გადაცემის Mad Money–ს წამყვანმა, ჯიმ კრამერმა საკუთარი ბიტკოინები გაყიდა.

აღნიშნულთან დკავშირებით მან პოდკასტში ისაუბრა და განაცხადა რომ ბიტკოინის ლიკვიდურობა შეჩერებულია, ის აღარ განიცდის ზრდას. ეს გარკვეულწილად გამოწვეულია ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

ჩინეთის მთავრობა კარგად აცნობიერბს, რომ ბიტკოინი “სახიფათოა”. კრიპტოვალუტას შეუძლია უზარმაზარი შიდა ეკონომიკური ზარალი გამოიწვიოს. ამ რისკზე წასვლას კი, რა თქმა უნდა, ჩინეთი არ აპირებს. ამიტომ მაქსიმალურად უჭერს მხარს ბიტკოინის რეგულაციებსა და აკრძალვებს.

ჩინეთში კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვამ ბიტკოინის ფასი შეამცირა. ქვეყნის ცენტრალური ბანკი სხვა ბანკებსა და ისეთ საგადახდო ინსტიტუტებს, როგორიცაა Alipay და Wechat-ი მოუწოდებს, რომ შეაჩერონ მომსახურება კრიპტო სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშებისთვის.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 23 ივნისის, დღის პირველი ნახევრის, მონაცემების თანახმად, ბიტკოინის კურსი 33.900-სა და 34.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი