კრიპტობირჟა Bybit-ი კანადის კანონმდებლობის დარღვევაშია ეჭვმიტანილი

0
1102

ონტარიოს ფასიანი ქაღალდების კომისიამ გამოაქვეყნა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი მოსმენას Bybit-ის წინააღმდეგ გამართავს.

კრიპტოვალუტის ბირჟა ეჭვმიტანილია ადგილობრივი ფინანსური კანონის დარღვევაში.

მარეგულირებელი ორგანო ამტკიცებს, რომ Bybit–მა ვერ შეასრულა ონტარიოს ფასიანი ქაღალდების კანონით დადგენილი რეგისტრაციის მოთხოვნები.

”კრიპტოვალუტით ვაჭრობის პლატფორმებისთვის შექმნილია პროცესი, რათა მათი ოპერაციები შეესაბამებოდეს ონტარიოს ფასიანი ქაღალდების კანონს. ისეთი სუბიექტები, როგორიცაა Bybit-ი, უგულებელყოფს შესაბამისობის ამ პროცესს. ამასთანავე, ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც ონტარიოში არიან დარეგისტრირებულები, დიდი რისკის ქვეშ აყენებენ, როგორც მათი მომსახურების შეთავაზებით, ასვეე პოტენციურ თანამძრახველებად აქცევენ მათ”,- აღნიშნულია მარეგულირებლის განცხადებაში.

მარეგულირებელი ორგანო ამტკიცებს, რომ Bybit-ს არ წარუდგენია განაცხადი კანადაში ლეგალურად მუშაობისთვის.

შემოთავაზებული ივლისის მოსმენა შეეხება საკითხს, რომელიც Bybit-ის სავაჭრო საქმიანობის გარკვეული ვადით შეწყვეტას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტომ Bybit-ს ოფიციალური გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კომპანია ქვეყანაში ოფიციალურად დარეგისტრირებული არ იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი