ნიუ-იორკის შტატი მაინინგის აკრძალვის საკითხს განიხილავს

0
1237

ნიუ–იორკის შტატის ასამბლეამ უნდა დაამტკიცოს კანონპროექტი ან ცვლილებები შეიტანოს მანამ, სანამ გუბერნატორი, ენდრიუ კუომო ხელს მოაწერს.

კანონპროექტის თანახმად, ნიუ–იორკის მაინერებმა სამი წლის განმავლობაში ოპერაციები უნდა შეაჩერონ. მიზეზი კრიპტოვალუტის მაინინგის პროცესის გარემოზე მავნე ზემოქმედებაა.

ადგილობრივი მედიის თანახმად, სენატის წევრებს შორის ერთსულოვნება არ სუფევს. ზოგიერთი მხარს უჭერს მაინინგის შეჩერებას ეკოლოგიური პრობლემების გამო. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად, მაინერებს ნებართვა სჭირდებათ ნიუ-იორკის შტატის გარემოსდაცვითი მარეგულირებლისგან, რათა მუშაობა დაიწყონ.

ნიუ-იორკის სენატმა კანონი ვერ მიიღო. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი სენატში კვირის დასაწყისში ”კრიპტოვალუტის მოპოვების ცენტრების მუშაობის მორატორიუმის” შექმნის შესახებ კანონპროექტის დაამტკიცებაა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მაისის თვეში დაიწყო.

კანონპროექტის ინიციატორი რამდენიმე სენატორი იყო, მათ შორის დემოკრატების სენატორი კევინ პარკერი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების კომიტეტის თავჯდომარე, ასევე სენატორი რეიჩელ მეი და სასოფლო სამეურნეო რესურსების საკანონმდებლო კომისიის თავმჯდომარე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი